13-15 მაისს ქალაქ ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-13 ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, ტურიზმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გამოფენაზე კასპის მუნიციპალიტეტი წარმოადგინეს შპს „თი-ემთი“-მ, შპს „ჯორჯიან ნატურალპროდუქტმა“ და ინდმეწარმე ირმა გოგობერიძემ.
შპს „თი-ემთი“-მ გამოფენაზე დამთვალიერებლებს საკონსერვო ნაწარმი, ხილის წვენები, მურაბები და მარინადები, ხოლო შპს „ჯორჯიან ნატურალპროდუქტმა“ სხვადასხვა სახის სასმელი შესთავაზეს.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ირმა გოგობერიძის პროდუქციამ - მრავალი სახეობის თხის ყველმა, ვინაიდან საქართველოში თხის მოშენება და ყველის წარმოება შედარებით იშვიათია.
კასპის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის სერთიფიკატი გადაეცა.