ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.
16 მაისს, შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. 15 მაისს, ფინეთმა განაცხადა, რომ იგი ასევე აპირებს ნატოში გაწევრიანებას.
13 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.
ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთთან უთანხმოება მოგვარდება.