logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს
- +

17 მაისი. 2022. 20:19

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

 

„ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ეს პირები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაბრუნდებიან. სამხედრო განბლოკვა, სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში შეუძლებელია და არ შეიძლება არსებობდეს გადარჩენის სხვა ფორმულა, ვიდრე ის, რომელიც ამჟამად გამოიყენება. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო“, - აღნიშნა ანა მალიარმა.

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაარჩინოს უკრაინელი მებრძოლები.

 

„აზოვსტალის“ ქარხნიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 264 უკრაინელი სამხედრო გაიყვანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner