logo_geo
eng_logo
მაკრონი: საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება
- +

17 მაისი. 2022. 21:33

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ინფორმაცია მიიღო უკრაინელი კოლეგისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის პროცესი გრძელდება.

 

ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზაობა, უპასუხოს უკრაინის მიერ გამოთქმულ მხარდაჭერის ყველა მოთხოვნას, განსაკუთრებით თავდაცვის აღჭურვილობის, საწვავის, ჰუმანიტარული დახმარების, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

 

მაკრონმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება.

 

ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც საფრანგეთს შეუძლია უზრუნველყოს საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner