logo_geo
eng_logo
რა ვითარებაა უკრაინაში რუსული აგრესიის 83-ე დღეს
- +

17 მაისი. 2022. 22:16

 

 

264 აზოველი სამხედრო „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებულია, თუმცა ჰუმანიტარული დერეფანი ამით არ იკეტება. ქარხნის ბუნკერებში ისევ რჩებიან მებრძოლები, რომელთა გამოყვანა ეტაპობრივად გაგრძელდება. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის. თუმცა, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, აზოვის ლეგიონი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. სასამართლო პროცესი 26 მაისს გაიმართება.

 

რუსეთი ისევ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებს უტევს. დღეს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დონეცკის რაიონში ქარხანა იწვის. არსებული ცნობებით, შენობას მტრის ჭურვი მოხვდა. ამ მხარეში ავიაიერიშების შედეგად დღე-ღამეში 20 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 1 ბავშვი გარდაიცვალა. ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ რაიონებს. დაიბომბა სკოლა და საცხოვრებელი კორპუსები. იერიში მიიტანეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილზეც, სადაც საოკუპაციო ძალამ ოდესის ოლქი დაბომბა. აღმოსავლეთ ნაწილში დაიბომბა პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზა. აფეთქებები მოხდა ლვოვშიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner