„ქართული ოცნება" პარტია „ცენტრისტებისათვის" რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს",-განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა.
სოფო კილაძის შეფასებით, „ცენტრისტების" კლიპი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და არის ანტიკონსტიტუციური.
„ სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. ეს სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ სასარჩელო მოთხოვნას და ამასთანავე, სხვა პოლიტიკური ძალებიც შეურთდებიან ჩვენს ამ ინიციატივას",-აღნიშნა კილაძემ.
კილაძის თქმითვე, პარტია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისათვის, რათა მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედებები თავიდან იყოს აცილებული.