გელათის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ტაძარს ნესტი უნდა მოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კედლის მხატვრობა განადგურდება. სამუშაო პროცესი გასულ წელს, კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ იუნესკოს კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა. პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება მთლიანი ტაძრის გადახურვა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.