logo_geo
eng_logo
ზელენსკი კანის კინოფესტივალს: დროთა განმავლობაში სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან
- +

18 მაისი. 2022. 00:55

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

 

„კინო ჩუმად იქნება თუ ხმას ამოიღებს? თუ დიქტატორი არის, თუ თავისუფლებისთვის ომი არის, ყველაფერი ჩვენს ერთიანობაზეა დამოკიდებული. შეუძლია კინოს ამ ერთიანობის მიღმა დარჩეს?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დროთა განმავლობაში სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან.

 

„ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რომ დღეს დავამტკიცოთ, კინო არ არის მდუმარე. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner