logo_geo
eng_logo
ანდრეი ბილეცკი "აზოვსტალზე" - გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში - ყველაფერი კარგად იქნება
- +

18 მაისი. 2022. 01:51

 

 

„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ დამცველებთან კავშირზე იმყოფება და ითხოვს, პოლკის ევაკუაციის მსვლელობის კომენტირება არ მოხდეს. ამის შესახებ ის „ტელეგრამ არხზე“ წერს.

 

მისი თქმით, 2-3 დღეში თავად გარნიზონი განაცხადებს ოპერაციის მიმდინარეობაზე.

 

„82 დღეა ბიჭები იბრძოდნენ წარმოუდგენელ პირობებში. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს, სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის - საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვების პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უნდა შევიდეს სამხედრო სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანაა, „ფოლადის ადამიანების“ გადარჩენა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია: არ ვავნოთ საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას. ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება "აზოვსტალში", ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს მთელ მსოფლიოს გაუზიაროს - დაიტოვეთ ისინი თქვენთვის. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“ , - აცხადებს ბილეცკი.

 

ბილეცკის თქმით, გარნიზონი ადგილზეა.

 

„ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირშია. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას!",- აცხადებს ის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner