„ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი კონსტიტუციაში ოჯახის ცნების ჩაწერას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას, მხარს დაუჭერს. ამავდროულად მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ საკითხის წამოწევა სუფთა პოლიტიკური თამაშია:
„მიუხედავად იმისა, რა ეწერება კონსტიტუციაში, ოჯახი არის ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა, შვილები, მათი აღზრდა და ა.შ. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას" საქმე გამოელია. თუ ამით ტესტს აკეთებენ და მიაჩნიათ, რომ მეტი პრობლემა არ არის ქვეყანაში, კი ბატონო, გატესტონ. დიახ, დავუჭერთ მხარს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური თამაშები და ამით არიან დაკავებულები", - განაცხადა მაჭავარიანმა.