logo_geo
eng_logo
ბესელია მოუწოდებს პარტიებს, “ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივას შეუერთდნენ
- +

14 აგვისტო. 2016. 18:29


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, "ცენტრისტების" რიტორიკა მოღალატეობრივია. ეკა ბესელია საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს, რომ მოწოდებას აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმებასთან დაკავშირებით, სხვა პარტიებიც უნდა შეუერთდნენ.

"პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" სარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით, ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას.ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები.

პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება - და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას",- ნათქვამია განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner