logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე განცდილი მარცხის კომპენსირებას ცდილობს, მაგრამ ეს უშედეგო იქნება
- +

18 მაისი. 2022. 11:10

 

 

„აზოვსტალიდან“ სამხედროების გადარჩენის ოპერაციასა და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივაზე უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი სატელეფონო საუბარი ფრანგ კოლეგასთან გამართა.

 

„ხანგრძლივი და შინაარსიანი“ დიალოგისას უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხი და საფრანგეთისგან თავდაცვითი მხარდაჭერა განვიხილეთ“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. ამასთან, ღამით გავრცელებული ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ომის 83-ე დღის შედეგები შეაჯამა.

 

„წინააღმდეგობის 83-ე დღე რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი დარტყმებით დაიწყო. სარაკეტო იერიში მიიტანეს ლვოვზე, ასევე, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებზე. საავიაციო ცეცხლის ქვეშ მოექცა ლუგანსკის ოლქი. ამით რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე განცდილი მარცხის კომპენსირებას ცდილობს, მაგრამ ეს უშედეგო იქნება. ისინი ვერ მოიგებენ, მით უმეტეს, რომ ჩვენი ძალები უფრო ძლიერდებიან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner