ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს.
„თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი წევრობა NATO-ში ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. განაცხადი, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ ისტორიული ნაბიჯია“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.