logo_geo
eng_logo
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს
- +

18 მაისი. 2022. 11:24

 

 

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს.

 

„თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი წევრობა NATO-ში ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. განაცხადი, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ ისტორიული ნაბიჯია“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner