logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ ვთანხმდებით NATO-ს გაფართოების აუცილებლობაზე, ვთანხმდებით, რომ ერთიანობა აუცილებელია
- +

18 მაისი. 2022. 12:27

 

 

„ძვირფასო ელჩებო, ძვირფასო მეგობრებო, ეს ძალიან კარგი დღეა, ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დიდი მადლობა რომ გადმომეცით აპლიკაციები შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ“, - მიმართა NATO-ს გენერალურ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის ელჩებს, რომლებმაც NATO-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს.

 

„ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი. მე გულთბილად მივესალმები თქვენს მოთხოვნას, გაწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. თქვენ ხართ NATO-ს ღირებული პარტნიორები. თქვენი წევრობა გააძლიერებს ორგანიზაციის უსაფრთხოებას. აპლიკაციის წარდგენა არის ისტორიული ნაბიჯი. ახლა წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ პროცედურების თანახმად შემდეგ ეტაპს. მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ პროცესი წარიმართოს სწრაფად. ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები წევრი ქვეყნებიდან დახმარების აღმოჩენის თაობაზე. NATO წარმოდგენილია ბალტიის ზღვაში. ჩვენ ვართ ყურადღებით და განვაგრძობთ სიტუაციასთან ადაპტაციას. ჩვენ ვთანხმდებით ორგანიზაციის გაფართოების აუცილებლობაზე. ვთანხმდებით, რომ ერთიანობა აუცილებელია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner