„ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლებრივ სახელმწიფოში არსებულ წესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არავის უხარია, როდესაც ადამიანი შესაძლებელია დაექვემდებაროს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა როდესაც კონკრეტული პირი ჩადის შესაბამის ქმედებას, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება, როგორიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, თუ ვინმე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, არსებობს გასაჩივრება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი აბსურდია.
„ევროპულ ინტერესებს აზიანებს მხოლოდ ის, როდესაც სასამართლო სისტემაზე მიდის შტურმი და იერიში. ევროპულ ინტერესებს აზიანებს, როდესაც ყველა საქმის პოლიტიზირება ხდება. ევროპული ინტერესების შესაბამისია, როდესაც ადამიანი ჩადის დარღვევას და მასზე სამართლებრივი რეაგირებაა", - აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.