„ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სამხარაძე გამორიცხავს შეხვედრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო გაუქმებულიყო.
„მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი და ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც სტოლტენბერგს ჰქონდა, ეს იყო ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი NATO-ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ჩვენი საელჩოდან ბრიუსელში. არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება რომ იყოს. შეხვედრა გაუქმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", - განაცხადა სამხარაძემ.