საინფორმაციო სააგენტო "პირWელის" ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, სამკურნალოდ თურქეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აცხადებენ, სპორტსმენი თურქეთის საავადმყოფოში გუშინ დილით, რეაბილიტაციის მიზნით გადაიყვანეს.
"ლომინაძე რეანიმაციულ განყოფილებაში აღარ იყო, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, რეაბილიტაციის მიზნით, ის და მისი მეუღლე თურქეთში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება",- აცხადებს ექიმი მაია რუხაძე.