logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალურ ოპოზიცია ბოიკოტითა და საბოტაჟით ვერაფერს მიაღწევს
- +

18 მაისი. 2022. 14:46

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალურ ოპოზიცია ბოიკოტითა და საბოტაჟით ვერაფერს მიაღწევს და ეს ბევრჯერ გამოჩნდა მათი საბოტაჟის მცდელობებიდან.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში არაფერს აკეთებს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის დიდი ნაწილი, რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, არც არაფერს აკეთებს, როდესაც პარლამენტში არიან და ვერც ბოიკოტითა და საბოტაჟით მიაღწევენ ვერაფერს, ეს ბევრჯერ გამოჩნდა მათი საბოტაჟის მცდელობებიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

უმანდატო პოლიტიკოსები, დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ოპოზიციის ნაწილი ბრძოლას უცვლელი სტრატეგიით იწყებს - ისევ ერთიანობასა და მანდატების დათმობაზე ალაპარაკდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner