logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება, სადაც ენტონი ბლინკენთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს
- +

18 მაისი. 2022. 15:36

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება, სადაც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

შეხვედრა 18 მაისს აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის ფარგლებში გაიმართება.

 

როგორც თურქული გამოცემა „Hurriyet Daily News“ აღნიშნავს, მევლუთ ჩავუშოღლუსა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის ფონზე შედგება. ანკარა აღნიშნული ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის, რადგან მათ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ არასაკმარისი ზომების მიღებაში სდებს ბრალს. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner