logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება
- +

18 მაისი. 2022. 15:45

 

 

„მათი [„ნაციონალური მოძრაობა“] ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. არა; ყველა მათი ინიციატივა იყო ან ქაოსზე აქცენტირებული, ან სააკაშვილის თემაზე აქცენტირებული, ან ჩაშლაზე, ან პიკეტირებაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

„არაერთხელ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი. ხან გავიდნენ, მერე შემოვიდნენ, მერე სიები ჩახსნეს, მერე სიების აღდგენას გვთხოვდნენ. მათი ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. არა; ყველა მათი ინიციატივა იყო ან ქაოსზე აქცენტირებული, ან სააკაშვილის თემაზე აქცენტირებული, ან ჩაშლაზე, ან პიკეტირებაზე. მგონია, რომ პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება. სამწუხარო იქნება, მაგრამ არა ტრაგედია“, - განაცხადა ზარქუამ.

 

უმანდატო პოლიტიკოსები, დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ოპოზიციის ნაწილი ისევ ერთიანობაზე და მანდატების დათმობაზე ალაპარაკდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner