„დასავლეთის მიერ თითქოს იზოლაციაში მყოფ საქართველოში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი არ ჩამოვიდოდა და ამას არ დაწერდა. „იზოლაცია და სანქციები“ „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი ფანტაზია და ილუზიაა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას.
„დასავლეთის მიერ თითქოს იზოლაციაში მყოფ საქართველოში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი არ ჩამოვიდოდა და ამას არ დაწერდა. „იზოლაცია და სანქციები“ „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი ფანტაზია და ილუზიაა. დერეკ შოლე, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი: დღეს თბილისში გავემგზავრებით, რათა განვიხილოთ ჩვენი საერთო ხედვა საქართველოს შესახებ, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში და მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილია“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.