საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივით, „Radio France” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სპეციალურ გადაცემებს მიუძღვნის. ამ დღეს საფრანგეთის რადიოში ქართული კლასიკური და პოლიფონიური მუსიკა გაჟღერდება, რომელსაც მილიონობით ადამიანი მოუსმენს.
„ამ ფაქტით მოხარულები ვართ, რადგან მსგავსი გადაცემები ქართული კულტურისა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. კულტურის კომიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პარიზის ნაციონალური ასამბლეის კულტურისა და განათლების კომისიის პრეზიდენტს, ბრუნო სტუდერს თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.