„როგორც ჩანს, ოპოზიციის ყველა ახალი ინიციატივა კარგად დავიწყებული ძველია. ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ჯერ განაცხადა, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, ყველა პუფი იქნებოდა, შემოვიდნენ და გაპუფდნენ. ახლა ფიქრობენ, განიპუფებიან, თუ რას აკეთებენ?“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია თავის რეალობას ქმნის, რასაც ნამდვილ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს
„ასე ქმნიდნენ სააკაშვილის ბიძის დავალებით ჩრდილოვან კაბინეტებს და რევოლუციურ კომიტეტებს, რაც უნდათ, ის უქნიათ. ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. იმედი აქვთ, რომ ვიღაც დარეკავს და აქ ყველაფერი შეიცვლება. ეგ დრო იყო საბჭოთა კავშირში, კრემლიდან ირეკებოდა და ეგ დრო დამთავრდა, იმ დროში ნუ არიან ჩარჩენილები“, – განაცხადა დავითულიანმა.