logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო
- +

18 მაისი. 2022. 19:43

 

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრას ეხმიანება. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

ელვა დეპეშა: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო!”- წერს ქადაგიძე.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს დღეს ბრიუსელში შეხვდა.

 

რამდენიმე საათით ადრე ნატოს ოფიციალურ ვებ-გევრდზე ეწერა, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი დაკონკრეტებული არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით კი ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატოს გენმდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა. სტოლტენბერგს ერთი კვირის წინ კორონავირუსი ჰქონდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner