აშშ-ის ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ აშშ-ს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს.
„ვფიქრობ, რომ ძალიან ბუნებრივია, რომ უკრაინაში უზარმაზარი ნგრევისა და აღდგენის უზარმაზარი ხარჯების გათვალისწინებით, ჩვენ მოვიძიებთ რუსეთის დახმარებას, რათა ხარჯების ნაწილი დაფაროს“, - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
ბოლო დროს გავრცელებული ერთ-ერთი მოსაზრება აშშ-ის ხელისუფლებას რუსეთის ცენტრალური ბანკის ასობით მილიარდი დოლარის აქტივების ჩამორთმევას სთავაზობდა. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები დაბლოკეს, თუმცა ეს აქტივები რუსეთის მფლობელობაში რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის განხილვას ვიწყებთ, ახლა არ იქნება კანონიერი, რომ აშშ-ის მთავრობამ ეს აქტივები ჩამოართვას რუსეთს. ეს შეერთებულ შტატებში კანონიერად დასაშვები არ არის“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა.