ავიაკომპანია JetBlue-ს წარმომადგენელმა განაცხადა,რომ თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხევდრის გამო, სულ ცოტა 22 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი ხუთშაბათს საღამოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
JetBlue-ს რეისი 429, რომელსაც სამგზავრო თვითმფრინავი A320 ასრულებდა, ბოსტონიდან საკრამენტოში მიფრინავდა, მაგრამ სამხრეთ დაკოტას ქალაქ რეფიდ სითიში დაეშვა, დაახლოებით 6:30 საათზე, განაცხადა ავიაკომპანიის პრეს-სპიკერმა კეტრინ მაკმილანმა. A320-ში 150-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
ერთ-ერთი მგზავრის, დერეკ ლინდალის თქმით, მის წინ მჯდომი ქალი, რომელსაც სამგზავრო ღვედი შეკრული არ ქონდა ჰაერში ერთი მეტრის სიმაღლზე ავარდა. კიდევ ერთი მგზავრის, რონდა რენეს მიხედვით, ქარიშხალი იმდენად ძლიერი იყო, რომ ხალხი ღვედებიდან ვარდებოდა და ჭერს ურტყამდა თავს. ძალზე სახიფათო სიტუაცია იყო. ბორტგამცილებლებს სამედიცინო პერსონალი ეხმარებოდა.
ელიინ ლინჩმა, სასწრაფო დახმარების მედდამ, რომელიც ბორტზე დაშავებულ მგზავრებს უწევდა დახმარებას, ფრენის დროს განცდილი დისნეილენდის გასართობი პარკების საშიშ ატრაქციონს, ,,totter of terror"-ს შეადარა. ,,თვითმფრინავი ატრაქციონის მსგავსად უეცრად დაეშვა, მაგრამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. როგორც ამბობენ, თვითმფრინავის საფრენი პირობების შექმნაში ცუდმა ამინდმა ითამაშა როლი", განუცდა ლინჩმა CNN-ის -საკრამენტოს შვილობილ KCRA-ს.
CNN-ის სინოპტიკოსებმა, მონიკა გარეტმა და ჩად მაიერსმა ფრენის მარშრუტის ანალიზისას განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ჭექა-ქუხილის ზონაში მოხვდა ცენტრალურ სამხრეთ დაკოტაში. ქარიშხლის პირველი ზონის გადალახვის შემდეგ თვითმფრინავი მეორე ზონას წააწყდა. პილოტი შეეცადა მისთვის ზემოდან ან გვერდიდან აევლო. „ზოგჯერ ჭექა-ქუხილის ზონას რადარები ვერ ავლენენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ტურბულენტობა გამოწვეული იყო ზონაში ჰაერის სწრაფი აწევით", განაცხადა CNN- ის მსოფლიო ამინდის გუნდის პროდიუსერმა ბრენდონ მილერმა.
,,მოსალოდნელ ტურბულენტობას ხედავენ როგორც სალონში, ისე რადარზე. პილოტებმა იციან, რომ მოსალოდნელია წვიმა და ქარიშხალი და ყველაფერს აკეთებენ, რომ გვერდი აუარონ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეცადნენ გვერდის ავლას, ამ სიტუაციაში ვერ მოახერხეს", დასძინა მილერმა. ლინდალმა შეაქო ეკიპაჟი და რეფიდ სითის აეროპორტის საგანგებო სიტუაციათა სამსახური. ,,მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი მეტ-ნაკლებად დაშავდა, რამდენადაც მე ვიცი, ისინი ყველანი ბოლომდე ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს და არ გატყდნენ." - განაცხადა მან.
JETBLUE-მ რეფიდ სითიში სხვა თვითმფრინავი გაგზავნა, დარჩენილი მგზავრების საკრამენტოში გადასაყვანად, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.