logo_geo
eng_logo
კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა
- +

18 მაისი. 2022. 23:20

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მა კიევში თავისი საელჩო ხელახლა გახსნა მას შემდეგ, რაც ის სამი თვის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიხურა.

 

„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვანახლებთ მუშაობას კიევში აშშ-ის საელჩოში. უკრაინელმა ხალხმა, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი დახმარებით, დაიცვა თავისი სამშობლო რუსეთის შეჭრის ფონზე და, შედეგად, საელჩოს თავზე აშშ-ის დროშა ფრიალებს. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას კრემლის სასტიკი აგრესიული ომისგან“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner