logo_geo
eng_logo
ჯეიკ სალივანი: ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ევროპის უსაფრთხოებისთვის გარდამტეხი მომენტია
- +

18 მაისი. 2022. 23:20

 

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ევროპის უსაფრთხოებისთვის გარდამტეხი მომენტია.

 

„ეს ისტორიული მოვლენაა. ეს გარდამტეხი მომენტის ევროპის უსაფრთხოებისთვ ის. ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ორი ქვეყანა შეუერთდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

 

დღეს ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს.

 

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს

„თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი წევრობა ნატოში ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. განაცხადი, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ ისტორიული ნაბიჯია“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner