“ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ „რუსთავი 2“ არ არის მიტაცებული, სახელმწიფო „რუსთავი 2“-ს ერჩის, დამოუკიდებელი სიტყვის გაუქმება სურს (და ჩვენ ეს დავა მაინც მოვიგეთ სტრასბურგში და ყველამ დაინახა, რომ თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლას არავინ აპირებდა), იგივე ხალხი და მათი გარემოცვა ახლა ამბობს, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცებია მიტაცებულ „რუსთავი 2“-ში კომპანიის კუთვნილი თანხები საკუთარი კომპანიებისა და პირადი ინტერესების სასარგებლოდ,” - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„იკადრეს და აბსოლუტური ტყუილი თქვეს, რომ თურმე პროკურატურა ნიკა გვარამიას მოედავა იმაში, რომ „კერძო კომპანიის გენდირექტორი რომ იყავი რატომ ათხოვე ცოლ-შვილს შენი მანქანა“. ნამდვილად იკადრეს ამ დონის ტყუილი, მაგრამ აღარაფერი გვიკვირს, ამაზე ალბათ უნდა შევთანხმდეთ. საუბარია არა მხოლოდ მანქანის, არამედ ქონებრივი უფლებების დათმობაზე „რუსთავი 2“-ის საზიანოდ და საკუთარი კომპანიის სასარგებლოდ, რაც დაახლოებით 7 მილიონ ლარამდეა“, - განაცხადა წულუკიანმა.