logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ყოველთვის გადიოდა ქართველ ხალხზე და არა რომელიმე მთავრობაზე, ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე
- +

19 მაისი. 2022. 00:24

 

 

“ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ყოველთვის გადიოდა ქართველ ხალხზე. ეს არ აგდის რომელიმე მთავრობაზე, ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე, ან რომელიმე უცხოელზე, “- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ეს არის ერი, რომელმაც თავისი სისხლით, თავისი დიდი მსხვერპლით ქრისტიანობა და ევროპული ცივილიზაცია ატარა და ქართული კულტურის ენისა და ბევრი სხვა რამის სახით დღემდე მოიტანა. ეს ის ერია, რომელიც ევროპულ გზაზე დგას მრავალი საუკუნეა და ამ გზიდან არასდროს არ გადაუხვევია, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. უბრალოდ ამ ერს ხანდახან ჰყავს მთავრობები, რომლებიც ვარგიან ევროპულ გზაზე და რომლებიც არ ვარგიან. მაგალითად, ჩვენ გვყავდა „ნაციონალური მოძრაობა“ , რომელიც ციხეებში ხალხს აუპატიურებდა. ჩემი წინამორბედი იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი პირდაპირ აკონტროლებდა სასამართლოს და როდესაც აღარ იყო ხელისუფლებაში მან ერთ-ერთ ინტერვიუში ღიადაც თქვა, სასამართლოზე ნუ მელაპარაკებით იმიტომ, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენო. აღიარა, რომ მის დროს სასამართლო არ არსებობდა. მას ჩვენ ეს სიმართლე უნდა დავუფასოთ. ამას ბევრი არ იტყოდა, მან ეს თქვა ღიად და გულწრფელად. ეს იყო ის მთავრობა, რომელიც არ ვარგოდა ევროპულ გზაზე. ერის არჩევანის შესაბამისი არ იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი ნაკლი გვაქვს. იდეალური მთავრობა არ ვიცი სადმე თუ არსებობს, არც ჩვენ ვართ ასეთი, მაგრამ ევროპულ გზაზე ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები და რაც მთავარია, ის მიღწევები, რაც გვაქვს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ხალხის არჩევანის ერთგულები ვართ ბოლომდე. ეს მუდმივად ასე იქნება, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ჩვენს მერე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული არჩევანის მომხრე ქართველი ერი, ანტიევროპულ ხელისუფლებას არ მოუყვანს სათავეში“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner