logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მოდით, სხვა პატიმრებსაც ვკითხოთ - ენატრებათ თუ არა დედა ან შვილი, ჰყავთ თუ არა უცხოეთში ნათესავი, რომელიც იტყვის - გამატანეთ, ვუმკურნალებ და გპირდებით, რომ უკან აღარ დაბრუნდება
- +

19 მაისი. 2022. 00:27

 

 

“სააკაშვილს მისჯილი აქვს სასჯელი, რომელიც უნდა მოიხადოს პატიმრობის პირობებში. ეს პატიმრობა იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში პენიტენციური სისტემის მიღმა, ეს აბსოლუტურად სულერთია ჩემთვის, “- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„მთავარია, რომ პატიმრის ჯანმრთელობა სიცოცხლე არის და მომავალშიც იყოს დაცული, მაგრამ მე არ წარმომიდგენია, რომ ის სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ამა თუ იმ მეთოდით - იქნება ეს შეწყალება თუ სხვა. ბავშვობანას ხომ არ ვთამაშობთ, ჩვენ ვართ სახელმწიფოში. მოდით, აბა, სხვა პატიმრებსაც ვკითხოთ - ენატრებათ თუ არა დედა ან შვილი, სტკივათ თუ არა რამე, ჰყავთ თუ არა უცხოეთში ნათესავი, რომელიც იტყვის - გამატანეთ, ვუმკურნალებ და გპირდებით, რომ უკან აღარ დაბრუნდება. ეს ხომ არასერიოზულია. საქართველოში რამდენიმე ასეული სხვა პატიმარია და შერჩევითი საუბარი ჩემთვის არაა მისაღები და არც სამართლიანი“, - აცხადებს წულუკიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner