logo_geo
eng_logo
კულება: უკვე სამი თვეა გვესმის, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და რა გაბედულად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა ამის პოლიტიკური აღიარება არ არსებობს
- +

19 მაისი. 2022. 01:55

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისათვის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოება არსებობს.

 

„ჩვენ ვერ ვხედავთ განსხვავებას სიტყვასა და საქმეს შორის ევროკავშირში, როდესაც საქმე ეხება იარაღსა და სანქციებს, მაგრამ ვხედავთ, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსს. უკვე სამი თვეა გვესმის, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და რა გაბედულად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა ამის პოლიტიკური აღიარება არ არსებობს! ამიტომ, საკუთარ თავს ვეკითხებით, რამდენად გულწრფელია ეს მშვენიერი სიტყვები“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირში არიან სკეპტიკოსები უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა არცერთ ევროპულ ქვეყანას არ შეუძლია ამ გადაწყვეტილების დაბლოკვაში წამყვანი როლის შესრულება.

 

„თუმცა, ევროპა შეიცვალა და ევროკავშირს არ აქვს რაციონალური არგუმენტი, რათა გაამართლოს უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა. ეს სტატუსი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს მკაფიო ადგილი ევროინტეგრაციის პროექტში“, - აღნიშნა მან.

 

კულებამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური სიგნალი იქნება, რომელიც არ ნიშნავს ევროკავშირში ავტომატურ გაწევრიანებას.

 

„ამიტომ, ვინც ამბობს, რომ უკრაინა „ევროკავშირისთვის მზად არ არის“, მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხვალ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებით თქვენ დაგვეხმარებით არსებული პრობლემების დაძლევაში», - განაცხადა კულებამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner