logo_geo
eng_logo
ია სუხიტაშვილი: ორი ადამიანის ურთიერთობაში მხოლოდ ერთი არასდროს არის დამნაშავე
- +

14 აგვისტო. 2016. 21:34


ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდნენ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც „პრაიმტაიმმა" ია სუხიტაშვილთან ჩაწერა.



- ია, მას მერე რაც შენ და მიშა ერთმანეთს დაშორდით, ამ თემაზე არცერთს არ გისაუბრიათ, შეიძლება გკითხო რა მოხდა?

 

- არ ვარ მზად ამ მიზეზზე ვილაპარაკო. ახლა მგონია, რომ ჩვენი დაშორების მიზეზზე არასდროს ვილაპარაკებ.


- რთული იყო, ალბათ, განშორება...

 

- ადვილი არაფერი არ არის. არც ეს დაშორება, არც ჩემთვის და არც მისთვის. ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი.


- 9 თვეა მარტო ხარ... როგორ ხარ?

 

- ახლა უკეთ. იყო ძალიან რთული პერიოდები, რომელიც მარტო მიშას არ ეხება. ბევრი სხვა პრობლემა დაერთო ერთმანეთს და რთულად გადავიტანე. კიდევ ერთხელ მივხვდი რა არის ჩემთვის თერაპია. ეს არის ჩემი საქმე.


- როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ფიქრობ იმაზე, რომ შენშიც ეძებო პრობლემა და არ დააბრალო მხოლოდ სხვას?

 

- ჩემი პრობლემა სწორედ ეგ არის, რომ მხოლოდ ჩემში ვეძებ მიზეზს. ბევრ რამეში საკუთარი თავი დამიდანაშაულებია და მერე მითქვამს, საკმარისია, ასეც არ არის, არ შეიძლება ყველაფერში შენ იყო დამნაშავე. ორი ადამიანის ურთიერთობაში მხოლოდ ერთი არასდროს არის დამნაშავე. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მიფიქრია კი, მაგრამ ვხვდები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner