“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ენით აუწერელი ტანჯვა და უბედურება, რაც უკრაინელი ხალხის ყოველდღიურობას წარმოადგენს, მალე დასრულდება, და ისინი წარმატებულები იქნებიან ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში,” - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ჩვენ არავითარი მეორე ფრონტის გახსნას არ ვაპირებთ და არც გვესმის, რას ნიშნავს ეს. ჩვენ, ქართველებმა და აფხაზებმა მორიგჯერ დავხოცოთ ერთმანეთი - ეს არის მეორე ფრონტი? ასეთი მეორე ფრონტი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. არა მხოლოდ ცენტრალური მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, არამედ თითოეული მუნიციპალიტეტიც. რომ ნახოთ, რა დონის თანამშრომლობა აქვთ უკრაინულ ქალაქებთან დამეგობრებულ ქართულ ქალაქებს, ან თუნდაც თეატრებს. მაგალითად, ოზურგეთის თეატრს აქვს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა ხერსონის თეატრთან. ისინი დღესაც აგრძელებენ ურთიერთობას და ეხმარებიან მათ. აქ ჩამოსულ უკრაინელებზე საქართველომ უკვე მილიონობით ლარი დახარჯა. ის, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ, არ ნიშნავს, რომ არაფერს ვაკეთებთ. უბრალოდ, თავმდაბლობის პირობებში ვუწევთ ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგრამ ომი არ იქნება. არც ის მგონია, რომ უკრაინას წაადგება საქართველოში ომი“, - აცხადებს წულუკიანი.