“ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალების“ მეგობრობის გამო, მას დარწმუნებული ვარ საქართველო დიდად არ აღელვებს და არც ქართველი ხალხი, იმისთვის, რომ თავის მეგობრებს გარედან მხარი დაუჭიროს მზად არის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას მიაყენოს ღია შეურაცხყოფა. ეს ხომ ასე. ეს არის ბრალდება, ეს ფაქტია, “- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ ეს ერთად უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ, რადგან აქ არის დამოუკიდებელი საქართველო. უნდა ვემუშაოთ იმ ნამდვილ მეგობრებსა და პარტნიორებს, ვინც შეიძლებაე სახელებითა და გვარებით არც არის საქართველოში ცნობილი, მაგრამ რამდენი ჩეხი, რამდენი ბულგარელი, რამდენი რუმინელი, რამდენი პოლონელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი, ყველა რანგის მახსოვს, რომელიც ჩვენს საქმეს იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი მიგვეღო, ჩვენს მაგივრად საუბრობდნენ ჩვენს მაგივრად იცავდნენ. ჩვენი ნამდვილი მეგობრების სია გრძელია, მაგრამ ისინი არ ჩანან ქართულ მედიაში იმიტომ, რომ ისინი ელაპარაკებიან მთავრობას და არცერთი მათგანი არ იკადრებს, რომ რომელიმე ქართველ დეპუტატს თითი დაუქნიოს და ამით ქართველ ერს მიაყენოს შეურაცხყოფა. უცხოელების აქტიური ჯგუფი, ისინი არიან უცხოელი „ნაცები“. როდესაც საბჭოეთში ვიყავით, იყო ასეთი ტერმინი „ფირმები“. იგულისხმებოდნენ უცხოელები საბჭოთა კავშირს მიღმა. მათი ნათქვამი კრიტიკას არ ექვემდებარებოდა. „ნაციონალებიც“ ამ ფირმის სინდრომით არიან დაავადებულები და ჰქონიათ, რომ ჰუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვიან, ამას თვით დასავლეთი ღაღადებს. ეს ასე არ არის. იან კელი იყო ელჩი ჩვენთან და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ არ უყვარდა მას საქართველო“, - განაცხადა წულუკიანმა.