logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სამწუხაროდ, ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ შეიძინა, რამდენიმე დეპუტატს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ცდილობენ ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას
- +

19 მაისი. 2022. 00:36

 

 

“გავლენ, შევლენ, რას გადაწყვეტენ, სამწუხაროდ სულ ერთია, იმიტომ რომ ამ ქვეყანამ ოპოზიცია ვერ შეიძინა, რამდენიმე დეპუტატს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც შრომობენ და ცდილობენ ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას,” - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ პარლამენტში „არაფრის მაქნისი“ ოპოზიციაა.

 

„ძალიან სულ ერთია ჩემთვის ისინი პარლამენტში იქნებიან თუ არა, იმიტომ რომ ჯერ არ შედიოდნენ, ლანძღავდნენ იმ საკუთარ „მეს“, რომელიც შევიდოდა პარლამენტში. ქუჩაში იდგნენ და ამბობდნენ: „მე თუ შევალ, მე ვიყო ესა და ეს“. მერე ეს მე შევიდა პარლამენტში და დაიწყეს თავის მართლება. რისთვისაც შევიდნენ, იმას არ აკეთებენ - რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს. ამის ილუსტრაცია ჩემ თვალწინ იყო, როდესაც მე ვიყავი პარლამენტში და შემოდიოდნენ. ამ დროს მე მთავრობაში წამოვედი და როდესაც „მინისტრის საათი“ მქონდა, იქ თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ისინი არაფრის მაქნისი ოპოზიცია არიან“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner