logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ოპოზიციამ დღეს ქვეყნისთვის საზიანო რაღაც შეიტყო და სიხარულის ყიჟინა დასცა
- +

19 მაისი. 2022. 00:40

 

 

“ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრასთან დაკავშირებით, დღეს ვნახეთ გიორგი კანდელაკის სიხარული, რომელიც მე ვნახე, როდესაც არ უნდოდათ უვიზო რეჟიმი მოეცათ, ყიჟინებდა -ამათ აძლევთ უვიზო რეჟიმსო. მე ამის მოწმე ვარ. ეს ავის სიხარული გამახსენდა, როდესაც ქვეყნისთვის საზიანო რაღაც შეიტყვეს და ყიჟინა დასცეს, “- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„მოხდა ისე, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩვენს პრემიერ-მინისტრს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. როგორც პრემიერი იტყობინება. ეს შეხვედრა იყო ნაყოფიერი და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან მნიშვნელოვანიც. როდესაც უკრაინაში ომია და ჩვენ მაინც არ ვიცვლით ჩვენს ორიენტაციას და ევროატლანტიკურ არჩევანზე ვდგავართ“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner