logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი: გვარამიას მიზანი იყო არა მხოლოდ ფინანსურად დაეზიანებინა „რუსთავი 2“, არამედ მისი სამეგობრო წრისთვის ამ დანაშაულებრივი სქემების შედეგად ფინანსური სარგებელი მოეტანა
- +

19 მაისი. 2022. 00:41

 

 

“ნიკა გვარამიას მიზანი იყო არა მხოლოდ ფინანსურად დაეზიანებინა „რუსთავი 2“, არამედ პირადად მისი სამეგობრო წრისთვის ამ დანაშაულებრივი სქემების შედეგად მოეტანა ფინანსური სარგებელი,” - ამის შესახებ ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პროკურორის თქმით, 2014 წელს გაჩნდა მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიტაცებული ტელეკომპანიის კანონიერი მესაკუთრე სამართლებრივ დავას დაიწყებდა და ქონების დაბრუნებას მოითხოვდა.

 

„რა თქმა უნდა, ეს არ შედიოდა ნიკა გვარამიას ინტერესებში და სწორედ ამ დროს მომზადდა დანაშაულებრივი სქემა და გეგმა, რომლის მიზანიც იყო მესაკუთრის მიერ ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში კომპანია მას მაქსიმალურად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში, ფაქტობრივად გაკოტრების ზღვრამდე მისული გადასცემოდა“, - განაცხადა გულუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner