ავტორი სოფო ხუგოიანი
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პირველი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, ეს არის გამარჯვება.
ამის შესახებ ვაშაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა.
„რეპორტიორს" ამ თემასთან დაკავშირებით, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ესაუბრა. მისი თქმით, ვაშაძის განცხადება მარტივი ასახსნელია, რადგან ეს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ წესია.
„ძალიან მარტივია იმის ახსნა, თუ რატომ აკეთებენ ნაციონალები ასეთ განცხადებებს. საერთოდ, საარჩევნო კამპანიის წესია, ყველა პარტია ირწმუნებოდეს, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა" ვერ გაიმარჯვებს, რადგან ჩატარებულია ძალიან ბევრი გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით, ნაცებს ამის ისეთივე შანსი აქვთ, როგორიც 2012 წელს", - განაცხადა გამსახურდიამ.