თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს იწყებს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინრეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.
პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში.
ამ ეტაპზე, 1 000-მდე მოქალაქე გაივლის მომზადება/გადამზადებას შემდეგ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და „სპექტრი“.
ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს სამი თვე და სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი.
პროგრამის რეგისტრაციის ვადები: 2022 წლის 18-30 მაისი. სასწავლო პროცესი კი დაიწყება 6 ივნისიდან.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: