პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი დაიცავს შვედეთსა და ფინეთს, NATO-ში შესვლამდე თუ მათ თავს დაესხმებიან. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
„მე მიმაჩნია შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, როგორც ევროპაში თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელოვანი სიგნალი. მინდა განვმარტო, რომ შვედეთზე ან ფინეთზე მათი გაწევრიანებისას თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს“, - განაცხადა მორავეცკიმ.
შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა 18 მაისს, NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინეს და იგი NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს გადასცეს.