„იქამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია მზად არ არის, სრულად გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფი იარაღი, სანქციები და ფულია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ უნდა იყო, რადგან ეს შეუძლებელია, იქამდე, ვიდრე რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე რჩება.
„არ შემოგვთავაზოთ ცეცხლის შეწყვეტა - ეს შეუძლებელია უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის ტოტალური გასვლის გარეშე. უკრაინა არ არის დაინტერესებული ახალი „მინსკით“ და ომის განახლებით რამდენიმე წელში. იქამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია მზად არ არის, სრულად გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფი იარაღი, სანქციები და ფულია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.