logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და არგენტინის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს
- +

19 მაისი. 2022. 15:09

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ასლი: არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ალბერტო ფერნანდეს

 

ჩვენმა წარმომადგენელმა არგენტინაში, ქალბატონმა ტრიანა სოლედად მაიდანამ გვაცნობა, რომ არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილეს და მოიწონეს „კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში“ მიერ  მომზადებული, - საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის კულტურული, სპორტული, ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური    თანამშრომლობის განვითარების პროექტი, საიდანაც მზადდება პასუხი, მათი წარმომადგენლების  საქართველოში საქმიანი ვიზიტის შესახებ, ა.წ. 31 მაისსა და 1 ივნისს დაგეგმილ „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო - მშვიდობისა და მეგობრობის ხიდი“-ს საერთაშორისო კონგრესში  მონაწილეობისათვის.

 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში“ პროექტი აგრეთვე მოიწონა, დიდ საქმედ შეაფასა და აკურთხა, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ.

 

პროექტის განხორციელებაზე მხარდაჭერა აღგვითქვა, „პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-სა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - „ქართუ“-ს დამფუძნებელმა, საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ არგენტინამ,  ჯერ  კიდევ  1919 წელს,  ბ-ნ იპოლიტო ირიგოიენისა და  1991 წელს,  ბ-ნ კარლოს საულ მენემის პრეზიდენტობისას, მსოფლიოში პირველმა აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, არგენტინიდან როგორც კი მივიღებთ პასუხს,

გაცნობებთ.

 

         პატივისცემით,

 

„კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის

საერთაშორისო ასოციაციის

„არგენტინის სახლი საქართველოში“  

თავმჯდომარე                                                                                 

ნიკოლოზ პატარქალიშვილი

--

 

 

Al Primer Ministro de Georgia Sr. Irakli Gharibashvili

Copia: Sr. Alberto Fernández, Presidente de la República ArgentinaNuestra Representante en Argentina, Sra. Triana Soledad Maidana, nos informó que la Administración del Presidente de la República Argentina ha estudiado  y gustado el proyecto de desarrollo  de la Cooperación Cultural, Deportiva, Turística y Comercial-Económica entre Georgia y la República Argentina, elaborado por la  Asociación Internacional de la Colaboración Cultural  y Negocios de la “Casa Argentina en Georgia”, de donde se prepara la respuesta, sobre la visita de negocios de sus representantes a Georgia, Para participar en el Congreso Internacional de la Organización Mundial del Protocolo "Georgia - Puente de Paz y Amistad",  previsto para el 31 de mayo y 1 de junio de 2022.

 

Cabe señalar que el proyecto de la Asociación Internacional de la "Casa de Argentina en Georgia" también ha gustado, evaluado  como un gran negocio  y bendecido por el Patriarca Católico de toda Georgia, Su Santidad y Beatitud Ilia II.

 

El Sr. Bidzina Ivanishvili, ex Ministro de Georgia, fundador del Partido Sueño Democrático Georgiano de Georgia y fundador de la Fundación Internacional Beneficiario  “Kartu”, expresó su apoyo por la realización dicho proyecto.

 

También es de destacar que, Argentina es un país , que en 1919, durante la presidencia de los señores Hipólito Irrigoien y Carlos Saúl Menem en 1991, fue el primero en el mundo en reconocer la independencia estatal de la República Democrática de Georgia.

 

Señor Primer Ministro, tan pronto como recibamos la respuesta desde Argentina le informarenos.

 

Atentamente,

Presidente de la "Casa de Argentina en Georgia"

Nikoloz Patarkalishvili

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner