logo_geo
eng_logo
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების ღონისძიებები სენაკში
- +

19 მაისი. 2022. 15:35

 

 

შვედეთის საელჩოს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში  სენაკის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ, წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და სკოლის მოსწავლეების ტრენინგს დაესწრნენ.

 

შვედეთის ელჩის მოადგილემ და შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა, შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ანთაძემ დაათვალიერეს მდინარე ცივის კალაპოტის 2 180-მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები და დამცავი ნაგებობის მშენებლობა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ადგილობრივმა კოორდინატორმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებზე ისაუბრა. ასევე, სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია წარადგინა გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“-ს წარმომადგენელმა.

 

შეხვედრის შემდეგ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა გიმნაზიაში VIII-IX  კლასელებისთვის   კლიმატის ცვლილების და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ  ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანიც მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner