პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს.
პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საზოგადოებას 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში წარუდგენს.