„სტრატეგიული გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ, რომელსაც ბოლო წლებში ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ახორციელებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და უნდა დასრულდეს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„სტრატეგიული გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ, რომელსაც ბოლო წლებში ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ახორციელებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და უნდა დასრულდეს. ამან პუტინი მხოლოდ გაათამამა. ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, რაც უკრაინის მიმართ მეორეხარისხოვან მოპყრობას ცხადყოფს და უკრაინელების გრძნობებს შეურაცხყოფს“, - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.