logo_geo
eng_logo
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი დეპუტატის ძმა დააკავა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში დივერსიას გეგმავდა
- +

19 მაისი. 2022. 16:50

 

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი სახალხო დეპუტატის ოლეგ ცარევის ძმა დააკავა, რომელიც აღმოსავლეთ რეგიონებში დივერსიის მოწყობას გეგმავდა.

 

„ის დარწმუნებული იყო რუსეთის ფედერაციის სწრაფ გამარჯვებაში. ელოდა რეგიონის ოკუპაციას. მას სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას დაჰპირდნენ. როდესაც რუსების ჩამოსვლა ვერ მოხერხდა, მას რეგიონში, დნეპრში, სიტუაციის დესტაბილიზაციის დავალება მიეცა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე აფეთქებების სერიის გზით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ეს გეგმები“, - არნიშნულია განცხადებაში.

 

ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სპეციალურად აღჭურვილ სათავსში იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვეს, ასევე, ბომბები, საბანკო ბარათები და რუსეთის მოქალაქეების პასპორტები.

 

როგორც უკრაინული მედია წერს, ცარევის ძმა 2014 წლიდან ცხოვრობს დნეპრში, ეწეოდა წყნარ და შეუმჩნეველ ცხოვრების წესს, მაგრამ აქტიურ ურთიერთობას ინარჩუნებდა თავად ყოფილ სახალხო დეპუტატთან, რომელიც რუსეთში იმალება. ოლეგ ცარევს 12 წელი აქვს მისჯილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner