logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: ყველას ერთი მიზანი გვაქვს - რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს
- +

19 მაისი. 2022. 16:51

 

 

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია.

 

„მშვიდობა მხოლოდ ის არის, რაც შეგვიძლია თავისთავად მივიღოთ, თუ მზად ვართ, დავიცვათ იგი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან ვისწავლეთ“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

 

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში ომი ისტორიაში გარდამტეხი მომენტია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისევე როგორც სხვა კრიზისებში, მას სოლიდარობით დაუპირისპირდებიან.

 

„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს - რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ქვეყანას, რომელსაც სასტიკად დაესხნენ თავს, დახმარება სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და ამას არ შეიძლება ესკალაცია ეწოდოს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner