„დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე „ლექსო“ თორაძეს“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მათივე თქმით, მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება.
„ვუსამძიმრებთ ლექსოს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და უამრავ მოსწავლეს, მათ შორის აშშ-ის ტრანსპორტირების სახელმწიფო მდივან (და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ) პიტ ბუტიჯეჯს, რომელიც ერთ დროს ინდიანას უნივერსიტეტში, თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში ყოველკვირეულად სწავლობდა“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.